понедельник, 24 мая 2010 г.

  1. პროექტის სახელი:"ხილთა ცილობა"
  2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით:პროექტის მონაწილეები იკვლევენ ხილის მშობლიურ ქვეყნებს, მათ სეზონურობას,ხილი თანამედროვე და ხალხურ მედიცინაში,რეცეპტების მოძიება, ჰიგიენა და მირთმევის თავისებურებანი, ხილი–სუფრის მშვენება. ხილი ზღაპრებსა და ლიტერატურაში.
  3. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ქართული სამზარეულოს, ჩვენი კვების რაციონის ერთ–ერთ მთავარ კომპონენტს–ხილს. გამოარკვევენ რომელი ხილის სამშობლოდ რომელი ქვეყანა ითვლება. საქართველოს რომელ კუთხეში რომელი ხილი მოჰყავთ.რა ვიტამინებით არის მდიდარი, მათი მავნე და სასარგებლო თვისებები. მოიძიებენ მასალებს ხილის როლი ხალხურ და თანამედროვე მედიცინაში. შექმნიან ელექტრონული რეცეპტების წიგნს.გამოარკვევენ ხილის შენახვის წესებს და მის ეფექტურობას.შეეჯიბრებია ცოდნაში –ხილი კულინარიაში და ხილი სუფრის მშვენება.რამდენად ორიგინალურად იქნება გადმოცემული ხილით სუფრის გაფორმება. რა ჰიგიენის წესების დაცვაა საჭირო.
  4. მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი.
  5. ვადების ხანგძლივობა: სასწავლო წლის ერთვი თვე.
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კვლევა,დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში,ფოტო ალბომის შექმნა, რეცეპტების წიგნის ელ. ვერსია.
  7. მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას):გაიღრმავებენ ცოდნას ხილის სასარგებლო თვისებების შესახებ და შექმნიან რეცეპტების ელექტრონულ ვერსიას. გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილებას. მონაწილეობას მიიღებენ საინტერესო პრეზენტაციებში. შექმნიან საინტერესო ფოტო ალბომს "ხილი–სუფრის მშვენება"
  8. სასარგებლო სხვებისთვის:ფოტო ალბომი და რეცეპტების წიგნის ელ. ვერსია,
  9. სამუშაო ენა:ქართული, რუსული.
  10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვადასხვა საგნებში:ისტორიაში(საქართველოს კუთხეები), გეოგრაფიაში(სხვადასხვა ქვეყნის ადგილ–მდებარეობა),გაუჩნდებათ ინტერესი მედიცინის დარგისადმი,საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში , გამოუმუშავდებათ კვლევის, დისკუსიების გამართვის უნარი,ხელოვნებაში ჩამოუყალიბდებათ ესთეთიკური უნარ–ჩვევები.
  11. საინფორმაციო ტექნოლოგიები:ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, გააუმჯობესებენ სხვადასხვა პროექტებში მუშაობის უნარებს: powerpoimt. mowie maker, picture manager და სხვა.
  12. პროექტის ფასილიტატორი : ლეილა ბურჯანაძე
  13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:leila.burjanadze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий